საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N866

კომპანიების `iZee Enterprises LLC-ის, `Lazer-2 Tbilisi LTD-ისა და `Café Rustaveli LTD-ის საარბიტრაჟო სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

კომპანიების `iZee Enterprises LLC-ის, `Lazer-2 Tbilisi LTD-ისა და `Café Rustaveli LTD-ის წარმომადგენელი იურიდიული კომპანია ,,Crowell&Moring LLP-ისაგან მიღებული საარბიტრაჟო შეტყობინების საფუძველზე UNCITRAL-ის წესების თანახმად ჩამოსაყალიბებელ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავის წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელებისა და მისი ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ზ. ადეიშვილი)
უზრუნველყოს:
ა) საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაცია;
ბ) შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის `ე ქვეპუნქტის საფუძველზე საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი