საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N864

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2008 წლის 14 ნოემბრის მემორანდუმის შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2008 წლის 14 ნოემბერს ქ. ბაქოში ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სსიპ _ საწარმოთა მართვის სააგენტომ უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2008 წლის 15 დეკემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან ბუნებრივი გაზის მოწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და ზემოაღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების სისრულეში მოყვანის მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი