საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N863

ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის #754 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის N754 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) პირველი პუნქტის `ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ბ) შპს ,,სპეცენერგორემონტს, შპს ,,მშენსერვისი _ 2002-ს, შპს ,,მერკური პლიუსს, შპს ,,ტრანფიბერ _ სერვისს, შპს ,,ეკო _ ენერგიას, შპს ,,მერკურს, შპს ,,ლუმენს, შპს ,,კაშხალს, შპს ,,უბიხი 2006-ს, შპს ,,თანს, შპს ,,სპეცენერგოსერვისი _ 2000-ს, შპს ,,ჰიდროგეოენერგოცენტრს, ავსტრიულ-გერმანულ კომპანია ,,ვოიტსიმენსს, უკრაინულ კომპანია ,,ზაპოროჟ-ტრანსფორმატორს, უკრაინულ კომპანია ,,ტურბოატომს, სს საქჰიდროენერგომშენს, სს `ჰიდროსპეცგვირაბმშენს _ ,,ა ქვეპუნქტში მითითებული ჰიდროელექტროსადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
`11. საქართველოს მთავრობის უპირობო გადაწყვეტილებით ეს განკარგულება ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი