საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N845

ა. ჟვანიას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ


1. `საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ანა ჟვანია საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ შემდეგ კანონპროექტებზე:
ა) `პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
ბ) `უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს `ნ. სურგულაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის N779 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი