საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N844

ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. `საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე `ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი