საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N843

ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. `საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხ-ლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი