საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N842

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

1. ბოლო წლებში შექმნილმა ზოგიერთმა სათათბირო ორგანომ შეასრულა დაკისრებული ამოცანები, ან ამოწურა უფლებამოსილების ვადა. ადგილი აქვს კომისიათა ფუნქციების დუბლირებასაც. შეიქმნა ახალი სათათბირო ორგანოები, რომელთაც შეითავსეს წინამორბედთა ძირითადი ფუნქციები. ამასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად ცალკეული სათათბირო ორგანოების უფლებამოსილებები გადავიდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციაში, რაც აზრს უკარგავს ამ სათათბირო ორგანოთა არსებობა-ფუნქციონირებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სათათბირო ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების, ოპტიმიზაციისა და გამსხვილების ფარგლებში ზოგიერთი სათათბირო ორგანოს გაუქმებისა და მათი ფუნქციების სხვა სათათბირო ორგანოებისათვის გადაცემის მიზნით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) `საქართველოს სახელმწიფო გერბის ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N65 განკარგულება;
ბ) `საერთაშორისო დახმარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის N597 განკარგულება;
გ) ,,2006 წლის თებერვალში ქ. თბილისში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის N507 განკარგულება;
დ) ,,თევზის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1996 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმების განხორციელების მიზნით საქართველო-უკრაინის საკოორდინაციო ჯგუფის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის N550 განკარგულება;
ე) `სს `თბილსრესში არსებული სიტუაციის გარკვევისა და მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლო მექანიზმების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N29 განკარგულება;
ვ) `აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან წალკის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ეკოლოგიური მიგრაციის პროცესის მარეგულირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 ივნისის N40 განკარგულება;
ზ) `აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის გადაჭრისათვის ჟენევის პროცესის ფარგლებში სოჭის შეთანხმების საფუძ-ველზე სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 13 ივნისის N242 განკარგულება.

2. განკარგულებაAძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი