საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N841

,,სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის N125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ,,სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის N125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის ,,ი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი:
- 56 024 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოცდაოთხი) ლარი - გაზიფიცირება;
- 200 000 (ორასი ათასი) ლარი - მრავალსართულიანი სახლების ფასადებისა და სახურავების შეკეთება;
_ 23 976 (ოცდასამი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარი - ქ. ლაგოდეხში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის გადახურვის სამუშაოები;
- 535 000 (ხუთას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი - შიდა გზების რეაბილიტაცია;
- 164 000 (ას სამოცდაოთხი ათასი) ლარი - გარე განათების სამუშაოები;
- 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი - სასმელი წყლის სათავეებისა და ჭაბურღილის მოწყობა;
- 100 000 (ასი ათასი) ლარი - მდინარის კალაპოტის გაწმენდა და სადრენაჟე არხების რეაბილიტაცია;
- 201 000 (ორას ერთი ათასი) ლარი - მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოები;

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი