საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N840

,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. ,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N66 განკარგულების N5 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს გამოეყოს 1 047 000 (ერთი მილიონ ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ჭიაურის ტყის რეაბილიტაცია;
ბ) ქ. ლაგოდეხის გარე განათების აღდგენა;
გ) ქ. ლაგოდეხის სპორტული მოედნის მშენებლობა;
დ) სოფელ ცოდნისკარის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია და საპროექტო სამუშაოთა შესრულება;
ე) ქ. ლაგოდეხის გაზმომარაგების აღსადგენად გაზგამტარი მილის რეაბილიტაცია;
ვ) ქ. ლაგოდეხის N1 საშუალო სკოლის კაპიტალური შეკეთება და საპროექტო სამუშაოთა გაზრდა;
ზ) სოფელ აფენის ხიდის რეაბილიტაცია;
თ) ქ. ლაგოდეხის ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა;
ი) ქ. ლაგოდეხში სასმელი წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი