საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N839

,,საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის N73 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის N73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.1. პირველი პუნქტის ,,ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ა) ლაგოდეხი - 54 000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:
_ 4 571 (ოთხი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი) ლარი (ლაგოდეხის ნაკრძალი, მაწანის ხევი);
_ 49 429 (ორმოცდაცხრა ათას ოთხას ოცდაცხრა) ლარი (სოფელ ნინიგორში მდინარე გურგენიანის ხევი, სოფელ არეშფერანში მდინარე აფენი);

1.2. პირველი პუნქტის ,,დ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`დ) გარდაბანი _ 939 700 (ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას შვიდასი) ლარი, მათ შორის:
_ 907 580 (ცხრაას შვიდი ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი (სოფელი აღთაკლია, მდ. მტკვარი);
_ 32 120 (ოცდათორმეტი ათას ას ოცი) ლარი (სოფლებში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი