საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N838

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის N71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად `ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 თებერვლის N71 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და N3 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`3. ცაგერის მუნიციპალიტეტს - 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფლების _ ალპანის, ღვირიშის, წილამიერის, ორბელის, ჩხუტელის, ზუბის, აღვის, წიფერჩის, გაგულეჩის, ქვემო ცაგერის, მახურის, ლასურიაშის, დეხვირის, მახაშის, ლაცორიის, ოყურეშის, ლასხანა ჭალისთავისა და ქ. ცაგერის წყალმომარაგებისათვის მილებისა და სხვა საჭირო მასალების შეძენა და სოფლებისათვის გადაცემა. სოფელ ლაილაშისა და ქ. ცაგერის აღმაშენებლის ქუჩის წყალსადენის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. სოფელ სპათაგორის წყალსადენის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება;
ბ) სოფლების _ ჩხუტელის, ზუბის, ნაკურალეშის, ღვირიშის, ტვიშის, ორხვის, უცხერის, ალპანის, აღვის, ლაილაშის, ღუს, სურმუშის, ლაჯანის, ორბელის, ყურცობის, ლაცორიის, ჩხუტელი-ლასურიაშის, ლასურიაში-აღვის, მახაშის, დეხვირის, ზარაგულის, ლასურიაშის, ლარჩვალის, ბარდნალის, მახურის, კენაშის, წილამიერი-ლესინდის, საირმის, ქვემო ცაგერის, ლაშიჭალის, სპათაგორის, ხოჯის, წიფერჩის, უსახელოს, თაბორის, სანორჩი-ნასპერის, ოყურეშის, ჩქუმი-ქულბაქის, ალპანა-ზოგიში-ცაგერისა და ქ. ცაგერის შიდა გზების რეაბილიტაცია;
გ) სოფლების _ ქვემო ცაგერის, ჩხუტელის, ლაჯა-გაგულეჩის, ღვირიშის, სპათაგორის, ლაილაშისა და ქ. ცაგერის გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია;
დ) სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი