საქართველოს მთავრობის დადგენილება N214
15 ნოემბერი, 2006
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (სსმ, 2004 წელი, N54, ნაწილი III) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,კ1" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,კ1) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.".
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი