საქართველოს მთავრობის დადგენილება N215
15 ნოემბერი, 2006
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N154, მუხლი 1714) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტს დაემატოს ,,მ1" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,მ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება;".
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი