საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N218

საქართველოს მთავრობის დადგენილება N218
22 ნოემბერი, 2006

,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის N204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:

1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესა­ხებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის N204 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:
,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ";
ბ) დადგენილების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენ­დია 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახე­ლობის ეროვნული პრემიის ლაურეატების სახელმწიფო სტიპენდიებისათვის სახსრების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს კულტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნე­ბათა ფარგლებში.

3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ 2006 წელს, სტიპენდია მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.";
გ) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, გრანტი მიეცეთ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებებიდან, ხოლო ამ დადგე­ნი­ლების პირ­ველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სტი­პენდია გაიცეს დადგე­ნილების მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარ­გუ­ლად გამოცხადების შემდეგ.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი