საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N219

საქართველოს მთავრობის დადგენილება N219
22 ნოემბერი, 2006

,,შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის N184 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე შეტანილ იქნეს ცვლილება ,,შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორ­ტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის N184 დადგენილებაში და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. დადგენილების ამოქმედება შეჩერდეს 2007 წლის 1 მაისამდე.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი