საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N220

საქართველოს მთავრობის დადგენილება N220
29 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის N122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სავაჭრო პოლი­ტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის N122 დადგენი­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშა­ვებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზურაბ ანთელიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტ­რი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

დავით კობერიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, კომისიის მდივანი

თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ნათბილაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი