საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N221

საქართველოს მთავრობის დადგენილება N221
29 ნოემბერი, 2006

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)" სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის N91დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლისა და ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტი) I დამატების 3 (დ) (ii) (2) ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით) 2006 წლის 9 იანვრის წერილის გათვალისწინებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)" სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის N91 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N64, ნაწილი III, მუხლი 673) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)" შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის N561 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საჯა­რო სამართლის იურიდიული პირის - ,,ფონდი - ათას­წლე­უ­ლის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)" სამეთვალ­ყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:


ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ლევან დუჩიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი ისაკაძე - ბიზნესის სექტორის წარმომად­გენელი

ქეთევან მახარაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი

ნინო ჟვანია - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი