საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N222

საქართველოს მთავრობის დადგენილება N222
29 ნოემბერი, 2006

,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საფინანსო პოლიტიკის შემმუ­შავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2006 წლის 12 იანვრის N5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმ­ნას საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომი­სია შემდეგი შემადგენლობით:


ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი.



კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:


შოთა გვენეტაძეს - საქართველოს პარლამენტის წევრს

თამარ გოდერძიშვილს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს

რომან გოცირიძეს - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს

ირაკლი კოვზანაძეს - საქართველოს პარალმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს

არჩილ ცერცვაძეს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი