საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N223

საქართველოს მთავრობის დადგენილება N223
29 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის N39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის N39 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნიკა გილაური - საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრი

ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორი

გია თავაძე - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

ანდრია კოტეტიშვილი - საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი

ნიკოლოზ ნათბილაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ნატროშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გია ქავთარაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სიმონ შაფაკიძე - შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

დავით ჩანტლაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ალექსანდრე ხეთაგური - შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი