საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N225

საქართველოს მთავრობის დადგენილება N225
29 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის N56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის N56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგე­ბის პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემად­გენლობით:


ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცელა­რიის უფროსის მოადგილე - რეგიო­ნა­­ლურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი ევროპულ და ევროატლანტი­კურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

დავით ბაქრაძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

რევაზ ბერიძე - სსიპ - საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი

ივანე გოჩიტაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფ­როსი

ირაკლი ეზუგბაია - შპს ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი

ირაკლი თაქთაქიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

ნუკრი ლიპარტაშვილი - სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი მჟავანაძე - სსიპ - საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომი­სიის წევრის მოვალეობის შემსრუ­ლებელი

ნიკოლოზ ნათბილაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ნატროშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოად­გილე

დიმიტრი ქიტოშვილი - სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

ალექსანდრე ჩხიკვაძე - სსიპ - საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

გიორგი ცაგარელი - სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

შალვა ჯანაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი