საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N226

საქართველოს მთავრობის დადგენილება N226
29 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის N156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის N156 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

ლილი ბეგიაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ბაკურ კვეზერელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ვასილ მანაგაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის" თავმჯდომარე

ლევან ორკოშნელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მლდივანი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი