საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N227

საქართველოს მთავრობის დადგენილება N227
29 ნოემბერი, 2006

,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის N43 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარი­ფე­­ბის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის N43 დადგენილებით (სსმ, III ნაწილი, 2005 წელი, მუხლი 273) დამტკიცებულ სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულების სასამართლო-საექსპერტო მომსა­ხურების ტარიფებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ტარიფების 4.2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.2.1. გვამის გამოკვლევა 1 გვამი 150


2. ტარიფების 4.2.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.2.3. ექსჰუმირებული გვამის გამოკვლევა 1 გვამი 200


3. ტარიფებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6.1.5. და 6.1.6. პუნქტები:

6.1.5. გვამის შემურვა 1 გვამი 30
6.1.6. პასუხი მარტივ თეორიულ შეკითხვაზე პასუხი რთულ თეორიულ შეკითხვაზე 1 შეკითხვა
1 შეკითხვა 15
30


მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი