საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N241

საქართველოს მთავრობის დადგენილება N241
20 დეკემბერი, 2006

მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დამტკცდეს ,,მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ" თანდართული ინსტრუქცია.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2006 წლის 20 დეკემბრის
N241 დადგენილებით

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ ინსტრუქციის მიზანია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, მოთხოვნებისა და პირობების დაცვა.
2. ინსტრუქციის მიზნებისათვის საქართველოს მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ გამოყენებულია იმპორტის საბაჟო გადასახდელებზე საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები, მიეკუთვნება:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ", ,,ე", ,,ზ", ,,ი", ,,შ" და ,,ჯ" ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში და 265-ე მუხლის ,,ე", ,,ვ", ,,ზ" და ,,თ" ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი;
ბ) ,,საბაჟო ტარიფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის ,,ე", ,,ვ", ,,ზ", ,,თ", ,,ნ" და ,,ო" ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი;
გ) ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.

მუხლი 2. მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო ახორციელებს ასეთი საქონლის, მასთან დაკავშირებული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მისი თანმხლები დოკუმენტების საბაჟო კონტროლს შესაბამისი საბაჟო პროცედურების დაცვით.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით და გრანტების შესახებ ხელშეკრულებით შემოტანილ საქონელს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს და გრანტის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს N326 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ" დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს:
ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა;
ბ) სხვა შემთხვევებში:
ბ.ა) უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტის დროს - დიპლომატიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) ,,ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს - აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) ,,ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტის დროს - აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.დ) ,,ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს - აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ე) საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის დროს - ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება თითოეული რეისის განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების რაოდენობა და ღირებულება;
ბ.ვ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტის დროს - საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ზ) განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის იმპორტის დროს - აღნიშნული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ბიუჯეტში შეტანის დამადასტურებელი სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.თ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს - თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ი) მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების იმპორტის დროს, როდესაც ისინი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტი.

მუხლი 3. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისები
1. თუ საქონელი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში, იგი რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ. საბაჟო ზედამხედველობა დასრულდება, თუ:
ა) შესრულდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;
ბ) საქონელი დეკლარირებული იქნება ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გამოსაყენებლად;
გ) საქონელი განადგურდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად;
დ) საქონელი გამოყენებული იქნება სხვა მიზნობრივი დანიშნულებით.
2. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოტანილი საქონლის ქვეყნის შიდა სივრცეში მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მასვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარედგინება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ანგარიშები და შესაბამისი განმარტებები საქონლის მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი", ,,შ" და 265-ე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტებში, ,,საბაჟო ტარიფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის ,,თ" და ,,ო" ქვეპუნქტებსა და ,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტში მითითებული საქონლის (უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით), პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ქვეყნის სივრცეში ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV და XVI თავების შესაბამისად.
4. საქონლის მიზნობრივად გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე საბაჟო ორგანოში სა-ქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინის-ტროს საგადასახადო დეპარტამენტის წერილობითი შეტყო-ბინებების მიღების დღიდან მიზნობრივი დანიშნულებით შემო-ტანილი საქონელი ითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ», «ე» და «ჯ» ქვეპუნქტებში, 233-ე მუხ-ლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის «ე», «ზ» და «თ» ქვეპუნქტებში, «საბაჟო ტარიფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის «ნ» ქვეპუნქტში მითითებული საქონლის (საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების გან-სახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების; საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს; განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის; ელექტროენერგიის წარმოები-სათვის ბუნებრივი აირის; მისართების, გამხსნელების, ანტიდე-ტონატორების) მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ახორ-ციელებს და ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დას-რულების საკითხს წყვეტს საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროს ტერიტორიული საბაჟო ორგანოები მოქმედი კანონ-მდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
6. საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საბაჟო დეკლარაციის რეგისტრა-ციიდან 3 წლის განმავლობაში დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახ-დელების გადახდის შემთხვევაში ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება.
7. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადა-სახდელებზე შეღავათების გამოყენებით საბაჟო ზედამხედ-ველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატ-ყობინოს აღნიშნული შესაბამის საბაჟო ორგანოს და წარუდ-გინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

მუხლი 4. მიზნობრივი დანიშნულების სტატუსის გაუქმება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის (ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, გრანტის სტატუსი) გაუქმებას წერილობით აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს.
2. თუ არ შესრულდება და შეიცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის «ი», «შ» და 265-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტებში, «საბაჟო ტარიფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის «თ» და «ო» ქვეპუნქტებში და «საბაჟო მოსაკრებლების შესახებ» საქარ-თველოს კანონის მე-6 მუხლის «გ» ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის მიზნობრივი გამოყენების პირობები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შესა-ბამის წერილობით შეტყობინებას უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარდტამენტს.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარ-ტამენტი საქონლის მიზნობრივად გამოყენების პირობების შეუსრულებლობის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო დეპარტამენტის წერილო-ბითი შეტყობინებების საფუძველზე იღებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის განხორციელების ზომებს.

მუხლი 5. საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის მოხსნის შემდეგ მისაღები ზომები

საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის მოხსნის შემდეგ:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში, რის შედეგადაც მიენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად;
ბ) ამ მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხ-ვევაში საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქარ-თველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან;
გ) ექსპორტის შემთხვევაში საქონელი მოექცევა ექს-პორტის საბაჟო რეჟიმში და ჩაითვლება საბაჟო ზედამ-ხედველობიდან გასულად;
დ) თუ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით მიღებული იქნება საქონლის განადგურების გადაწყვეტილება, იგი უნდა განხორციელდეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქარ-თველოს საბაჟო კოდექსის 267-ე მუხლით დადგენილი დებუ-ლებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 6. საქონლის სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება

ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის «ა-გ» ქვეპუნქტებში მითითებულის გარდა, საქონლის სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში საქო-ნელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულება განისაზღვრება საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციისათვის საქარ-თველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი დებულებების შესაბამისად.