საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N242

საქართველოს მთავრობის დადგენილება N242
22 დეკემბერი, 2006

სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად:

1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების (წითელი ხიდი, სა­დახ­ლო, გარდაბანი, ახკერპი, გუგუთი, მტკვარი, ლაგოდეხი, სამ­თაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, თბილისის აერო­პორტი, სარფი, ბათუმის აეროპორტი, ქუთაისის აეროპორტი, სენაკის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთის პორტი) სამუშაო დრო განისაზღვროს 00 საათიდან 24 საათამდე ჩათვლით.

2. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის შემოტანა ან/და გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აკრძალული არ არის.

3. თამბაქოს ნაწარმის, ნავთობის დისტილატებისა და ალკოჰოლიანი სასმელების გადაადგილება ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახით საბაჟო საზღვარზე განხორცი­ელდეს მხოლოდ შემდეგ სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში - თბი­ლისის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთის პორტი, წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ყაზბეგი, ვალე, სარფი.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჯართის შემო­ტანა და ამ ტერიტორიიდან გატანა განხორციელდეს მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზ­ღვრო საბაჟო ორგანოების განთავსების ადგილებში.

5. აუცილებლობის შემთხვევაში ახალი სასაზღვრო საბა­ჟო ორგანოები გაიხსნას საერთაშორისო ხელ­შეკ­რულებების მოთხოვნათა დაცვით და სასაზღვრო (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) და საბაჟო (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) ორგანოების ურთი­ერთშეთანხმებით.

6. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი