საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N243

საქართველოს მთავრობის დადგენილება N243
22 დეკემბერი, 2006

,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის N27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრან­სპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნ­ველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარ­ტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონის­ძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერ­ვლის N27 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, III ნაწილი, N17, მუხლი 193) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ,,კორექტირების ადგილი" - დროებითი შენახვის ადგი­ლი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მნიშვნელობით ან საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეული სხვა დაცული ადგილი, რომელიც უნდა აკმა­ყოფილებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კორექტირებისა და შენახვა/დაცვის პირობებს. კორექტირების ადგილას შესაძ­ლებელი უნდა იყოს კორექტირების ოპერაციების განხორ­ციელება;";
ბ) დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3.
პუნქტში ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას მოხე­ლე დეკლარაციის ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის გაფორმე­ბამდე ადგენს და აქტში ასახავს:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების წონას. ავტოსატრან­სპორტო საშუალების სრული მასა არ უნდა აღემატებოდეს 44 ტონას;
ბ) გადასაზიდი ტვირთის მასის შესაბამისობას დამამზა­დებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვართან;
გ) ღერძულ დატვირთვას. თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუა­ლებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას);
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტ­რების შესაბამისობას ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესა­ხებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დად­გენილ პარამეტრებთან.
მუხლი 4.
მე-3 მუხლში აღნიშნულ აწონვის აქტს ხელს აწერენ მძღოლი და მოხელე. მოხელე აქტს ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი პირი გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მეორე კი რჩება პუნქტში.".
გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში (გარდა მე-5 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ოქმი ეგზავნება შესაბამის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ თანამდე­ბობის პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის­წარ­მოებას. საბაჟო ორგანოს მიერ სახდელის დაკისრების შემთხვე­ვაში მიიღება შემდეგი ზომები:
ა) გადამზიდავი კორექტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის შედგენისთანავე იხდის ჯარიმას და უმოკლეს ვადაში ტოვებს საქართველოს ტერიტორიას შემოს­ვლის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით; ან
ბ) ადგილზევე ახდენს კორექტირებას და იხდის ჯარიმას ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ან
გ) იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვევის საქმისწარმოების მიმდინარეობამ ან/და ავტოსატრანსპორ­ტო საშუალების დგომამ შეიძლება გამოიწვიოს საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობის შეფერხება, ავტოსატრანსპორტო საშუალება მოხელის გადაწყვეტილებით გადაიყვანება მის მიერ განსაზ­ღვრულ კორექტირების ადგილას. ამ ქვეპუნქტით გათვა­ლის­წინებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობითი ოქმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
გ.ა) ოქმის შემდგენი თანამდებობის პირების სახელი და გვარი;
გ.ბ) ოქმის შემდგენის თარიღი, დრო და ადგილი;
გ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
გ.დ) საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თან­მხლები დოკუმენტები;
გ.ე) ლუქის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ.ვ) მონაცემები მძღოლის/გადამზიდავის შესახებ;
გ.ზ) ინფორმაცია საქონლის შესახებ (ივსება თანმხლები დოკუმენტების მიხედვით);
გ.თ) დანიშნულების ადგილი;
გ.ი) თანამდებობის პირთა და მძღოლის ხელმოწერა;
გ.კ) შენიშვნები.";
დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილია საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის ან ტრანზიტის დეკლარაციის შევსებამდე, აღრიცხვის მოწმობის ან ტრანზიტის დეკლარაციის უკანა მხარეზე კეთდება აღნიშვნა ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე (დადგენილების რეკვიზიტების მითითებით).";
ე) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კორექტირების შედეგები მოწმდება საკონტროლო აწონვა/აზომვით, რასაც კორექტირების აქტზე ხელმოწერით ადასტურებს მოხელე.";
ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10.
ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ ავტოსატრან­სპორტო საშუალებისა, რომელსაც გააჩნია საპატრულო პოლიცი­ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარ­ტამენტის რეკომენდაცია) საქართველოდან გასვლისას მოხელე შესაბამისი დეკლარაციის ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის დახურვამ­დე ადგენს და შესაბამის აქტში ასახავს ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს. საქარ­თველოს ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით გათვალის­წინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება ადმინისტრაცი­ული სამართალდარღვევის საქმისწარმოება.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი