საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N245

საქართველოს მთავრობის დადგენილება N245
22 დეკემბერი, 2006

,,მსოფლიო ბანკის ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მსოფლიო ბანკის ენერ­გო­შემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური აღმშე­ნებ­ლობის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ" სა­ქარ­თველოს მთავრობის 2004 წლის 2 აპრილის N9 დადგე­ნი­ლე­ბაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,1. შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:


ნიკა გილაური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

პაატა ჭარაქაშვილი - საქართველოს საინსტიტუციო მშენებ­ლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის დირექ­ტორი

ალექსანდრე ხეთაგური - შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექ­ტორი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი