საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N246

საქართველოს მთავრობის დადგენილება N246
22 დეკემბერი, 2006

,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N182 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N182 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 235 ლარის ოდენობით.";
ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სოფელი/დაბა - 1,49.";
გ) მე-3 პუნქტის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ქალაქის სკოლაში - 235 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის სკოლაში - 350 ლარი;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში - 425 ლარი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი