საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №254

საქართველოს მთავრობის დადგენილება №254
21 ნოემბერი, 2007

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (სსმ, 2005 წელი, N94, მუხლი 1068) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი:

,,21. ამ დებულების მე-71 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზ­ღვრული გარემოებების არსებობისას ,,წიაღის შესახებ" საქარ­თველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული წიაღით სარ­გებლობის ლიცენზიებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ახორციელებს უშუალოდ მინისტრი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე