საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №284

საქართველოს მთავრობის დადგენილება №284
17 დეკემბერი, 2007

,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის N264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სამუშაო ადგილებზე პრო­ფესიული მომზადების (გა­დამ­ზადების) მიზნობრივი სა­ხელ­მწიფო პროგრამის დამტკი­ცების შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 1 დე­კემბრის N264 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, N172, მუხლი 1907) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამის ღონის­ძიებათა განხორციელება მოსახლეობასთან საკომუ­ნიკაციო მომ­სახურებისა და ამ მომსახურებისათვის საჭირო საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვის, აგრეთვე სარეგისტრაციო პუნქტებში აღნიშნული მიზნობრივი სახელმწიფო პრო­გ­რამის საიმიჯო მასალების დამზადება-განთავსების მიზნით.";

ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზა­დების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივი სა­ხელმწიფო პროგრამის":

ბ.ა) მე-2 მუხლის ,,ა.გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) პროფესიული მომზადების (გადამზადების) მაძიე­ბელი შეიძლება იყოს 25-65 წლის ასაკის საქართველოს მოქა­ლაქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაო­დენობა შეადგენს 130 000 (ას ოცდაათი ათასი) პირს;";

ბ.ბ) მე-3 მუხლის პირველი პუქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) პროფესიული მომზადების (გადამზადების) მსურველ მა­­ძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის მიზნით პირველ ეტაპზე ქალაქ თბილისში, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად სხვა ქალაქებში (ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში) სარე­გისტრაციო ცენტრების ორგანიზებას;".

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე