საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №285

საქართველოს მთავრობის დადგენილება №285
17 დეკემბერი, 2007

,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის N91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის N91 დადგე­ნილებაში (სსმ, 2006 წელი, N63, მუხლი 813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშეწ-ყობის მიზნით ,,საქართველოს მთავ­რობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმი-ანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამარ-თლებრივი რეფორმების კოორ­დინაციის ხელშემწყობი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

გელა ბეჟუაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

დავით კერესელიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ივანე მერაბიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

მაია მიმინოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

გივი მიქანაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ეკა ტყეშელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გია ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.



2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ზურაბ ადეიშვილს - საქართველოს გენერალურ პროკურორს

ლევან ბეჟაშვილს - საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

გიორგი ბოკერიას - საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

მალხაზ გურულს - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს

ლაშა კალანდაძეს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს

ნინო კალანდაძეს - საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

კონსტანტინე კუბლაშვილს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

ზაზა მეიშვილს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს

გიორგი პაპუაშვილს - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

სოზარ სუბარს - საქართველოს სახალხო დამცველს

ეკა შარაშიძეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს

ვალერი ცერცვაძეს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს

მარიკა ცერცვაძეძს - თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს

ჯონი ხეცურიანს - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს.".


ბ) დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინის­ტრომ (ე. ტყეშელაშვილი) უზრუნველყოს ექსპერტების (მათ შორის უცხოელების) ჩაბმა კომისიის მუშაობაში.

5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორცი­ელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ე. ტყეშე­ლა­შვილმა.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე