საქართველოს მთავრობის დადგენილება №287
21 დეკემბერი, 2007
,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის N45 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N29, III ნაწილი, მუხლი 275) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტით დამტკიცებული ,,ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე