საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №288

საქართველოს მთავრობის დადგენილება №288
21 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის N156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,საქართველოს სოფლის მეურ­ნე­ობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომი-სი­ის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექ­ტემბრის N156 დადგე-ნილებაში შეტანილ იქნეს ცვლილე­ბა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ-ციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კა­ნო­­ნის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესა­ბამისად შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლი­ტიკის შემმუშავებე­ლი სამთავრობო კომისია შემდეგი შემად­გენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცე­ლა­რიის უფროსის მოადგილე - რე­გი­ონალურ საკითხთა დეპარტა­მენ­ტის უფროსი

ლილი ბეგიაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრის მოადგილე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ბაკურ კვეზერელი - საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრის პირველი მოად­გილე

გოჩა მამაცაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ვასილ მანაგაძე - საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის სამინისტროს სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამ­ტრეს­ტის" თავმჯდომარე

გიორგი მელიქიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან ორკოშნელი - საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულების - სურსა­თის უვნებლობის, ვეტერინა­რიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამ­სახურის უფროსი

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრის მოადგილე

პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე