საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №289

საქართველოს მთავრობის დადგენილება №289
21 დეკემბერი, 2007

,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 12 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სა­ფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის N5 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კა­ნო­ნის 29-ე მუხლის
პირველი პუნქტის საფუძველზე შეი-ქმნას საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლო-ბით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კო­­მისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვი­თა­რების მინისტრი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის სა­კითხებში

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი მელიქიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის

მრჩეველი, კომისიის მდივანი

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

 

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:


ალექსი ალექსიშვილს - საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს

შოთა გვენეტაძეს - საქართველოს პარლამენტის საფი­ნანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს

ირაკლი კოვზანაძეს - საქართველოს პარლამენტის საფი­ნანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავ­მჯდომარეს

გიორგი ქადაგიძეს - საქართველოს ფინანსური მონიტო­რინგის სამსახურის უფროსს.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე