საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №290

საქართველოს მთავრობის დადგენილება №290
21 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის N39 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი,
კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი ევროპულ და ევროატლანტი­კურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი მელიქიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან რაზმაძე - სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ეკა ტყეშელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი ღვალაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გურამ ჩალაგაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

ალექსანდრე ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ზურაბ ჯანჯღავა - შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე