საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №292

საქართველოს მთავრობის დადგენილება №292
21 დეკემბერი, 2007

,,საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვარის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთა-ვრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვარის N14 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

,,1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი მელიქიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეეველი, კომისიის მდივანი

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

დავით ჩანტლაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე