საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №213

საქართველოს მთავრობის დადგენილება №213
24 ოქტომბერი 2008

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 38 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, 54, მუხლი 461) დამტკიცებულ დებულებაში და პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0159, მარშალ გელოვანის გამზირი 6.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე