საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №260

,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის #45 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ბიუჯეტების შემოსულო¬ბების აღრიცხვა-ანგა¬რიშ¬გებისა და ანგარიშსწორების განხორ¬ციელებისა და ბიუ¬ჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახ¬დი¬ლი შემოსულობის თან¬ხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგა¬რიშგების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარ¬ტის #45 დადგე-ნილებით დამტკიცებულ ,,ბიუჯეტების შე¬¬მო¬სულობების აღრი-ცხ¬ვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწო¬რე¬ბის განხორციელე¬ბისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეც¬დომით გა¬და¬ხდილი შემოსუ-ლო¬ბის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ~ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემ¬დე¬გი ცვლილება და დამატება:
1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რე¬დაქ¬ციით:
,,მუხლი 16.
1. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე მხარ-ჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორ¬გა¬ნი-ზა¬ციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა ხდება სახაზი-ნო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტური თანხები გან-თავს¬¬დება მხარჯავი დაწესებულებებისათვის არსებულ სადე-პო¬ზი¬ტო კოდებზე, რის შემდეგაც საგადახდო დავალებაში მი-თი¬თებული ინფორმაციის საფუძველზე თანხა აისახება შესა-ბა¬მის მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯე-ტო ორგანიზაციისათვის განკუთვნილ სადეპოზიტო ქვეკოდზე. საგადახდო დავალებაში არასრულყოფილი მონაცემების არსე-ბო¬ბის შემთხვევაში თანხა აისახება განუსაზღვრელი თანხე-ბის ქვეკოდზე, რომლის იდენტიფიცირება მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.~.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
,,მუხლი 161.
1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზი¬ტუ-რი თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შე¬საბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპო-ზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორცი-ელ¬დება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახ-დო დავალების საფუძველზე.
2. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდის არა-სწო¬რად მითითების შემთხვევაში, თუ თანხის ასახვა მოხდება განუსაზღვრელი თანხის ქვეკოდზე, მხარჯავი დაწესებულების ცენტრალური აპარატი ვალდებულია გადამხდელის წერილო-ბი¬თი მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული სადე-პო¬ზიტო თანხის სხვა მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე გადატანა ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნება.
3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მისი სადეპო-ზიტო კოდის განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე განთავსე-ბული დეპოზიტების იდენტიფიცირება მოახდინოს თანხის ჩა-რი¬ცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარ¬ჯავი დაწესებულება ან/და მას დაქვემდებარებული საბი-უჯეტო ორგანიზაცია აღნიშნულ ვადაში არ მოახდენს თანხე-ბის იდენტიფიცირებას, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით განუსა¬ზ-ღვ¬¬რელი დეპოზი¬ტური თანხები მიმართოს ბიუჯეტის შემოსუ-ლობებში.
4. მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია თანხის იდე¬ნ¬¬¬ტი¬ფიცირების მიზნით წერილობით მოითხოვოს დამატე-ბით 10 სამუშაო დღე.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრი¬დან.

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი