საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №258

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული პირების უმაღლეს საგან¬მანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათ¬ლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათ¬ლების საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისთვის 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდე¬ნობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ~ საქარ¬თველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე შეტანილ იქნეს ცვლილება ,,2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავ¬დასხმის შედეგად დაზარალებული პირების უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათ-ლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათ-ლების საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისთვის 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდე-ნობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავ¬რობის 2008 წლის 17 დეკემბრის №242 დადგენილებაში (სსმ, 2008 წელი, N#180, მუხლი 1841) და პირველი მუხლის პირველი პუნქ¬ტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარა-ღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული უმაღლესი სა-გან¬¬მა¬ნათლებლო დაწესებულების სტუდენტების (შემდგომში _ და¬ზა¬რალებული სტუდენტები) 2008-2009 სასწავლო წლის დაფი-ნან¬სებისათვის გამოიყოს 955 950 (ცხრაას ორმოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი