საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №256

სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად `სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის #4 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, #5, მუხლი 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული `საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცე-მის წესისა და პრინცი¬პების~ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდე-გი რე¬დაქციით:
`მუხლი 3. ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენ-ტური ორგანო 2007 წლის 1 ივლისამდე არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტ¬როლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური¬დიუ-ლი პირი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელ¬მწიფო ფონდი, 2007 წლის 1 ივლისიდან „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - საქართველოს შრომის, ჯანმრთე¬ლო-ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს და-ქვემდებარებული საჯარო სამართლის იური¬დიული პირი _ სო-ცი¬¬ალური სუბსიდიების სააგენტო, ხოლო „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებიდან _ საქართველოს შრომის, ჯანმრთე¬ლო¬ბისა და სო¬ციალური დაცვის სამინისტროს კონ¬ტროლს და¬ქვემ¬დება¬რე-ბული საჯარო სამართლის იური¬დიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კა-ნონ¬¬მდებლობის შესაბამისად უზრუნ¬ველყოფს სა¬ყოფაცხოვ¬რებო სუბსიდიის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტასა და საყოფა¬ცხო¬ვ-რებო სუბსიდიის მიღე¬ბასთან დაკავ¬შირებულ სხვა რე¬გუ¬ლი-რებას.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი