საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №255

შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს
#181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად `შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს #181 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, #124, მუხლი 1358) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის:
ა) 15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`15. 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ იძულებით გადაად-გილებულ პირს - დევნილს ასაკის გამო მინიმალური ოდენო¬ბის სახელმწიფო პენსიის პირველადი დანიშვნის ან სხვა სა-ხის/კატეგორიის პენსიიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიაზე გადასვლის შემთხვევაში, 11 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი დაენიშნება და აუნაზღაურდება სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სა-ა¬გენტო) ტერიტორიულ ერთეულში ასაკის გამო მინიმალური ოდე¬ნობის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ გან-ცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული წლოვანების მიხედვით, განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.~;
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ¬ციით:
`41. პირისათვის, რომელსაც ასაკის გამო მინიმალური ოდე-ნობის სახელმწიფო პენსია დანიშნული აქვს 2007 წლის 1 სექ-ტემბრის მდგომარეობით, არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში ამ დადგენილებით გათვა¬ლისწი-ნებული დანამატის გაცემას (ანაზღაურებას) 2007 წლის 1 სექ-ტემ¬ბრიდან `საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უზრუნველ-ყოფს სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო, ხოლო `სა-ქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ სა-ქართველოს კანონის ამოქმედებიდან - სააგენტო.~;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`7. სახელმწიფო პენსიის დანამატების ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო ამ დადგენილებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.~;
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ფინანსთა სამი-ნისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საკუთა-რი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სააგენტოსათვის დახმარების აღმოჩენა პენსიონერთა შრომით სტაჟთან დაკავ¬ში-რებული ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებაში.~.
2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს ეთ-ხო¬ვოთ, აღმოუჩინონ დახმარება მოქალაქეებს შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში, ხოლო სააგენტოს _ შე¬სა¬ბამისი ინფორმაციის გადამოწმებაში.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი