საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №254

2009-2010 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის მიზნით ,,უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ~ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის მე-2, 21 და მე-3 პუნქტების, 88-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ~ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. 2009-2010 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური ოდენობა - 2250 ლარი;
ბ) საშუალო ოდენობა:
ბ.ა) _ 2000 ლარი;
ბ.ბ) _ 1750 ლარი;
ბ.გ) _ 1500 ლარი;
ბ.დ) _ 1250 ლარი;
გ) მინიმალური ოდენობა - 1000 ლარი.
2. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრან-ტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
3. 2009-2010 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრან-ტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური ოდენობა - სწავლის საფასურის 70 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1575 ლარისა;
ბ) საშუალო ოდენობა - სწავლის საფასურის 50 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა;
გ) მინიმალური ოდენობა - სწავლის საფასურის 30 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 675 ლარისა.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს 10 632 000 (ათი მილიონ ექვსას ოცდათორმეტი ათასი) ლარით.
5. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები აკადე-მიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგ-რამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 8 970 000 (რვა მილიონ ცხრაას სამოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით:
ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის _ 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდე-ნობით (70 პროცენტი) დაფინანსებისათვის - 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდე¬¬-ნობის საშუალო ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსები-სათვის - 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლა¬რი;
დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდე-ნობის მინიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსები-სათვის - 2 220 000 (ორი მილიონ ორას ოცი ათასი) ლარი.
6. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები უმაღ-ლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფი-ნან¬სებლად გაიცემა 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარის ფარ¬გლებში შემდეგი ოდენობებით:
ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის - 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუ¬თასი) ლარი;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდე-ნობის მაქსიმალური ოდენობით (70 პროცენტი) დაფინანსე-ბისათვის - 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი;
გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდე-ნობის საშუალო ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსები¬სა-თვის - 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდე-ნობის მინიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსებისა¬თვის - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
7. ,,უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანო-ნის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ~ ქვეპუნქტით გათვა-ლისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინან-სება შეადგენს 975 000 (ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარს.
8. ,,უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანო-ნის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს - 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქარ-თვე¬ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გან¬საზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბა-მისად.
9. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომლებმაც აბსოლუ-ტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისათვის გამოყოფილი თანხა _ განხორციელდება სახელმწიფო სასწავ-ლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენო¬ბი-სათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგე¬ნილი წესით. ამ შემთხვევაში სრული გრანტისათვის გამოყო¬ფი¬ლი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრან¬ტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
10. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსო-ლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოი-პოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდე-ნობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა _ განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწი-ლობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვე-ვაში ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობ-რივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
11. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუ-ტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა _ განხორცი-ელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თან-ხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყო-ფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
12. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟი-რების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელ-მწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმა-ლური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
13. სტუდენტების დაფინანსება, რომლებიც სტუდენტთა საგ¬რანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სას-წავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით ამ დადგენილების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით, დაფი¬ნანსდებიან 132 000 (ას ოცდათორმეტი ათასი) ლარის ფარგ¬ლებში შემდეგ ოდენობათა დაცვით:
ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი - 30 000 (ოც-და¬ათი ათასი) ლარი;
ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსი-მალური ოდენობა - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის საშუ-ალო ოდენობა - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინი-მალური ოდენობა - 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების¬თა-ნავე.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი