საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №253

ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის
31 ივლისის #166 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე

მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად `ქალაქ თბილისსა და იმე-რეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახ-ლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ~ საქარ-თველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის #166 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, #113, მუხლი 1252) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული `ქალაქ თბილისსა და იმე¬რეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახ¬ლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადა¬საცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების~ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`2. 2007 წელს სადაზღვევო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ ქ. თბი¬ლისსა და იმერეთში მცხოვრებ იმ ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოებულ `სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში~ 2007 წლის 1 ივლისამდე და რომელ-თა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი