საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №251

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის #51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კა-ნო¬ნის 36-ე მუხლის შესაბამისად `ქვეყანაში სიღატაკის დონის შემ-ცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღო-ნისძიებათა შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარ-ტის #51 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, #33, მუხლი 330) შე-ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`5. ეთხოვოთ სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს ხელი შეუწყონ ქვეყანაში სოციალური სისტემის რეფორმის ორგა-ნი¬ზებულად განხორციელებას და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სსიპ - სოციალური მომსახურების სა-ა¬გენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.~.
2. დადგენილებით დამტკიცებული `სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების~ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის `თ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`თ) სოციალური აგენტი - სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სპეციალური უფლება¬მოსი-ლებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს რეგისტრირებული მაძიებლის სოცია-ლურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას;~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი