საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №238

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის N162 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქ-მეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წე-სისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესა-ხებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის #162 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემ-დგომში _ სააგენტო) გასცემს:
ა) ფიზიკური პირებისათვის იარაღის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით:
ა.ა) თავდაცვის სახეობის მოკლეხრახნილლულიან ცეცხლ-სას¬როლ იარაღზე (პისტოლეტი, რევოლვერი);
ა.ბ) თავდაცვის სახეობის მოკლეგლუვლულიან ცეცხლსას-როლ იარაღზე (საფანტის პისტოლეტი ან რევოლვერი);
ა.გ) მოკლელულიან ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) ფიზიკური პირებისათვის იარაღის შეძენის ნებართვას შე¬ნახ¬ვისა და ტარების უფლებით:
ბ.ა) სანადირო სახეობის ხრახნილლულიან, გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.ბ) თავდაცვის სახეობის გაზის იარაღზე (პისტოლეტი, რევოლვერი);
ბ.გ) სპორტული სახეობის ხრახნილლულიან და გლუვლუ-ლიან ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ.დ) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც მოქმედი კანონ¬მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას¬ვლის შემდეგ უნარჩუნდებათ იარაღის ტარების უფლება;
გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ_ჟ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირების საკუთ-რებაში რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე კანონ-მდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისას სამსახურებრივი-საშტატო იარა-ღის ტარების ნებართვას. სამსახურებრივი უფლებამოსი¬ლე¬ბის გასვლის შემდეგ ასეთ იარაღს ეხსნება სამსახურებრივი-საშ-ტატო იარაღის სტატუსი და მესაკუთრე იძენს იარაღის შეძენის შესაბამის ნებართვას;
დ) „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ_ჟ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფიზიკური პირე¬ბისათვის გადაცემული სამსახურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვას;
ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადა-ზიდვისა და გადაგზავნის ნებართვას;
ვ) ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემ-პლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გა-ტა¬ნის (გარდა იურიდიული პირისა და ინივიდუალური მეწარ¬მის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნე-ბარ¬¬თვას;
ზ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ შესაბამისი სა-ხელ¬¬მწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოში იარა¬ღის შეძენის ნებართვას;
თ) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტის (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევის არსებობისას უცხო სა-ხელ¬მწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოში სანადირო და სპორ¬ტული იარაღის შემოტანის ნებართვას. შემოტანილი იარაღი საქართვე¬ლოდან გატანილ უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი კონტრაქტით (ხელ¬შეკრულება) ან მოწვევით;
ი) ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა_დ" ქვეპუნქტებით განსაზ-ღვრული ნებართვის გაცემის შემთხვევაში სააგენტო ნებართვის სახის მიხედვით ახორციელებს ცეცხლსასროლი იარაღის რე-გის¬ტრაციასა და A, B, ჩ ანDD კატეგორიის იარაღის რეგის¬ტრა-ციის მოწმობის გაცემას. აღნიშნული კატეგორიების რეგის-ტრაციის მოწმობების გაცემით დადასტურდება ფიზიკური პირი-სათვის იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის (იარაღის შენახ¬ვის ან/და ტარების) გაცემის ფაქტი.
4. AAკატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცეცხლსასროლ იარაღებზე.
5. B კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცეცხლსასროლ იარაღებზე.
6. ჩ კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამსახურებრივ-საშტატო სტა-ტუსით რიცხულ ცეცხლსასროლ იარაღებზე.
7. DD კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაი-ცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ ამ მუხლის მე-2 პუნ-ქტის „დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით რიცხულ ცეცხლსასროლ იარაღებზე.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე_ი" ქვეპუნქტებით განსაზ-ღვრული ნებართვისა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.".
2. მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის ფიზიკურმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) იარაღზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
დ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუ-მენტი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამა-დას¬ტურებელი დოკუმენტი;
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ზ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით გან¬საზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო-კუმენტი;
თ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვის მიღებისა და იარაღის რე¬გის¬ტრაციისათვის უფლებამოსილმა ფიზიკურმა პირმა სააგენ-ტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) AA კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
ე) „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ_ჟ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი თანხმობა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსე-ბულ იარაღზე სამსახურებრივი-საშტატო იარაღის სტატუსის მინი¬ჭების თაობაზე;
ვ) თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ასლი ან ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;
ზ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
თ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო-კუმენტი;
ი) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის უფლებამოსილმა ფიზიკურმა პირმა სააგენ-ტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ_ჟ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი მიმართვა სამსახურის ბალანსზე რიცხული იარა-ღის ფიზიკური პირისათვის გაცემისა და სამსახურებრივი-საშ-ტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ე) თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ასლი ან ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;
ვ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით გან-საზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო¬კუ-მენტი;
ზ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ცეცხლსასროლ იარაღზე საკუთრების უფლების გადა-ცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც აკ-მა¬¬ყოფილებენ იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კა¬ნონ¬-მდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5. კანონმდებლობით დადგენილი წესით იარაღზე საკუთ-რების უფლების გადაცემისას უფლების გადამცემმა და მიმღებმა სააგენტოში უნდა წარადგინონ:
ა) ერთობლივი განცხადება;
ბ) უფლების გადამცემისა და მიმღების საქართველოს მო-ქა¬ლაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;
გ) უფლების მიმღების საცხოვრებელი ადგილის დამადას-ტურებელი დოკუმენტი;
დ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული უფლების მიმღების ჯან¬მრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ზ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო-კუმენტი;
თ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში მემ-კვიდ¬რისათვის იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე. მემკვიდრეობით მიღებული იარაღის გადაფორ¬მებისათვის მემ-კვიდრემ სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვე¬ტილება;
ე) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთე¬ლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო-კუ¬მენტი;
ი) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. სააგენტო უფლებამოსილია სამართლებრივად შეუზღუ-დავი და აღურიცხავი იარაღის მფლობელ ფიზიკურ პირს მია-ნიჭოს იარაღის შეძენის ნებართვა (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) და განახორციელოს იარაღის წარმომდგენი პირისათვის მისი საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (იარაღის ლეგალიზაცია).
8. იარაღის ლეგალიზაციისათვის ნებართვის მაძიებელმა ფიზიკურმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება იარაღის ლეგალიზაციის თაობაზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუ-მენტი;
დ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამა-დასტურებელი დოკუმენტი;
ვ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით გან-საზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუ-მენტი;
ზ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. იმ შემთხვევაში, თუ იარაღის რეგისტრაციის მომენ-ტისათვის არსებობს გარემოება, რომელიც ზღუდავს მემკვიდ-რისათვის იარაღის რეგისტრაციას, მემკვიდრეს უფლება აქვს, სააგენტოს თანხმობით განახორციელოს იარაღზე საკუთრების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის საკუთარ სახელზე დაუ-რე¬გისტრირებლად.
მუხლი 4.
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქარ-თველოში შეძენის ნებართვის მისაღებად საქართველოში ლეგალურად მყოფმა უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ სააგენ-ტოში უნდა წარად¬გინოს:
ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის დამა-დასტურებელი დოკუმენტი;
გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
დ) იარაღის შეძენასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;
ე) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მო-საკ¬¬რებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მომსა¬ხუ-რების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საქართველოში ლეგალურად მყოფმა უცხო სახელ-მწიფოს მოქალაქემ საქართველოში იარაღის შეძენის ნებართვისა და რეგისტრაციისათვის ამ მუხლის პირველი პუნ-ქტით განსაზ¬ღვრული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარადგინოს:
ა) ბინადრობის მოწმობა;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამა-დასტურებელი დოკუმენტი;
გ) იარაღის შეძენის ნებართვისათვის კანონმდებლობით გან¬¬¬¬საზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო-კუ¬მენტი;
დ) მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის იარაღის რეგის-ტრაცია ხორციელდება მხოლოდ შენახვის უფლებით, საქარ¬თვე-ლოში ყოფნის ვადით.
მუხლი 5.
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) ექსპორტიორის მიერ დამოწმებული მონაცემები იარა-ღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია);
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლო-ბის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესა¬ბა-მისი დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადა¬სა-ტან-გადასაზიდი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ;
ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადა¬ზიდ-ვისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;
ა.ზ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რი-თაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადა-ტანა-გადაზიდვა;
ა.თ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მო-საკ¬რებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტუ¬რე-ბელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ-თხვე¬ვებში;
ბ) ფიზიკურმა პირმა:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
ბ.გ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რი¬თაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადა¬ტანა-გადაზიდვა;
ბ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესა-ბამისი დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადა-სატან-გადასაზიდი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ;
ბ.ე) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მო-საკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტუ¬რე-ბელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ-თხვე¬ვებში.
2. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს სამი თვის ვადით.
მუხლი 6.
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა პირმა სააგენტოში უნდა წა-რადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დო¬კუმენტი;
ა.გ) ექსპორტიორის მიერ დამოწმებული მონაცემები იარა-ღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია);
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში იმ-პორ¬ტის შესაბამისი მოწმობა ან მისი ასლი;
ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესა¬ბა-მისი დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადა¬საგ-ზავნი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ;
ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნისათვის პა¬სუ¬ხისმგებელ პირთა მონაცემები;
ა.ზ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რი-თაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გა-დაგზავნა;
ა.თ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მო-საკ¬რებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტუ¬რე-ბელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ-თხვე¬ვებში;
ბ) ფიზიკურმა პირმა:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ.გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
ბ.დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მო-საკ¬რებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტუ¬რე¬ბე-ლი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ¬თხვე-ვებში.
მუხლი 7.
1. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემ-პლარების საქართველოში შემოტანის (გარდა იურიდიული პირი-სა და ინივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრან¬-ზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მისა¬ღებად სააგენ¬ტო¬ში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბაჟო დეკლარაცია ან მისი ასლი;
ვ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მო-საკ¬რებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ საქართველოში სანა-დირო ან სპორტული იარაღის შემოტანის ნებართვის მისაღებად უნდა წა¬რადგინოს:
ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკ¬რულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა;
დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მო-საკ¬რებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურე¬ბე-ლი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ¬თხვე-ვებში;
ვ) სააგენტოს მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა კონტრაქტით ან მოწვევით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.
3. ფიზიკური პირების მიერ იარაღის ცალკეული ეგზემ-პლარების საქართველოდან გატანის (გარდა იურიდიული პირისა და ინივიდუალური მეწარმის მიერ ექსპორტ-იმპორტისა, ტრან-ზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მისაღებად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) უცხო სახელმწიფოდან სათანადო წესით დამოწმებული დოკუ¬¬მენტის თარგმანი, რომელიც ადასტურებს პირის ნადი¬რო-ბაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევას;
ბ) უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ იარაღი არ წარმოადგენს კულ-ტურულ, ისტორიულ, მეცნიერულ ან ეთნოგრაფიულ ღირებუ-ლებას;
გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მო-საკ¬¬რებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი იარაღი საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას შეძე¬ნიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 8.
1. ტირის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძი-ებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურე-ბელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ა.დ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ა.ე) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუ-მენტი;
ა.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტუ¬რე-ბელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ-თხვე¬ვებში;
ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადას-ტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ადას-ტურებს პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს, ასევე ცნო¬ბა ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპან¬სერებში აღრი-ცხვა¬ზე არყოფნის შესახებ;
ბ.ე) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალი-ფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ბ.ზ) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო¬კუ-მენტი;
ბ.თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურე-ბელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ-თხვევებში.
2. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ადგილის სი-ტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვ¬ნებს:
ა) სასროლი მანძილი უნდა იყოს არა ნაკლებ 10 მეტრი; სიმაღლე _ არა ნაკლებ 2,5 მეტრი; სიგანე _ არა ნაკლებ 3 მეტრი;
ბ) შენობას უნდა ჰქონდეს ჰაერგამწოვი და ხმის დამხშობი;
გ) კედლები უნდა იყოს მყარი, არა ნაკლებ 400 მმ სისქის;
დ) შენობა-ნაგებობას უნდა ჰქონდეს ტყვიაგაუმტარი კარები;
ე) სამიზნის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 0,5 სმ რკინის ფურცელი, სილის ტომრები _ 0,5 მეტრი სიგანის, რეზინის ფენა _ სულ ცოტა 0,4 სმ;
ვ) შენობას არ უნდა ჰქონდეს ფანჯარა;
ზ) შენობა აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი ავტონომიური სიგნა¬ლიზაციით;
თ) შენობაში უნდა იყოს რკინის კარადები და სეიფები, სა-დაც შეი¬ნახება იარაღი და საბრძოლო მასალა;
ი) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ი.ა) დახლი უნდა იყოს არა ნაკლებ 1 მეტრი სიმაღლის;
ი.ბ) დახლის სიგანე _ არა ნაკლებ 0,7 მეტრი;
ი.გ) დახლის სიგრძე _ არა ნაკლებ 0,5 მეტრი.
3. ტირის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.

 


მუხლი 9.
1. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტუ¬რე-ბელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ა.დ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ა.ე) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო¬კუ-მენტი;
ა.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურე-ბელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ-თხვე¬ვებში;
ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადას-ტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ადას-ტურებს პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს, ასევე ცნო¬ბა ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპან¬სე¬რებში აღრი-ცხვაზე არყოფნის შესახებ;
ბ.ე) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალი-ფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ბ.ზ) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დო¬კუ¬მენ-ტი;
ბ.თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურე-ბელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ-თხვე¬ვებში.
2. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ადგილის სიტუ¬აციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვ-ნებს:
ა) დასახლებული პუნქტიდან დაშორებული უნდა იყოს 3 კმ მანძილით;
ბ) სასროლო მანძილი უნდა იყოს არა ნაკლებ 100 მეტრი; სიმაღლე _ არანაკლებ 10 მეტრი; სიგანე _ არა ნაკლებ 30 მეტრი;
გ) ტერიტორიის ირგვლივ ქვის კედლების სიმაღლე უნდა იყოს არა ნაკლებ 5 მეტრი;
დ) სასროლი კედლის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 5,5 მმ სისქის რკინის ფურცელი, სილის ტომრები _ 2 მეტრი სიგა¬ნის, რეზინის ფენა _ არა ნაკლებ 0,6 მეტრი;
ე) ტერიტორიაზე უნდა იყოს ქვისაგან აშენებული სულ ცოტა 20 კვ.მ ფართობის იზოლირებული შენობა რკინის სეი-ფებით;
ვ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ვ.ა) სასროლი ადგილი უნდა იყოს გადახურული;
ვ.ბ) სასროლი ადგილის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრი.
3. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებარ¬თვა გაიცემა 5 წლის ვადით.".
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 20 დეკემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი