საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №237

სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის ექსპორტის წახალისებისა და რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის N75 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის~ ,,ექსპორტის წახალისებისა~ და ,,რეგიონა-ლური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების~ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრუ-ლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ~ საქარ¬თვე-ლოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის #75 დადგენილებით (სსმ, 2008 წელი, #47, მუხლი 524) დამ¬ტკიცებულ ,,ექსპორტის წახალისებისა~ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების~ ქვეპროგრამებში, აგრეთვე დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ბენე-ფიციარ საწარ¬მო¬ებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელ¬შეკრუ¬ლების ძირითად დე¬ბუ-ლებებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი¬ლებები და დამატებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული ,,ექსპორტის წახა-ლისების~ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`5. ბენეფიციარი საწარმოსათვის გასაცემი კრედიტის მო-ცუ¬ლობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათასი) ლარზე ნაკლები.~.
2. ,,ექსპორტის წახალისების~ ქვეპროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
`მუხლი 6. გაცემული სესხისა და დარიცხული პრო-ცენტის დაბრუნება
1. გასულ წლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შე-მოსულობებში კოდზე ,,შემოსულობა სესხებიდან~.
2. გასულ წლებში გაცემულ სესხზე დარიცხული პრო-ცენ¬ტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში ,,კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტის (სარგებელი)~ კოდზე.
3. მიმდინარე წელს გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ,,მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნების~ კოდზე ისე, რომ შესაბამისი თანხით მცირდება ქვეპროგრამისათვის გათვალის-წინებული მუხ¬ლის საკასო ხარჯი.
4. მიმდინარე წელს გაცემულ სესხზე დარიცხული პრო-ცენტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში ,,კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტის (სარგე¬ბელი)~ კოდზე.~.
3. დადგენილებით დამტკიცებული ,,რეგიონალური ტუ-რიზ¬¬მის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის გან-ვითარების~ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`4. ბენეფიციარ საწარმოებს სესხი გამოეყოფათ შეღა-ვათიან პირობებში, კერძოდ: წლიური საპროცენტო განაკვეთი _ არა უმეტეს 12 პროცენტი, საშეღავათო პერიოდი _ არა უმეტეს 3 წელი, სესხის ვადა _ არა უმეტეს 10 წელი. ბენეფიციარი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამო¬საყოფი სესხის მინიმალური რაოდენობა შეადგენს 20 000 (ოცი ათასი) ლარს.~.
4. ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების~ ქვეპროგრამას დაემატოს შემ-დეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
`მუხლი 6. გაცემული სესხისა და დარიცხული პროცენტის დაბრუნება
1. გასულ წლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობებში კოდზე ,,შემოსულობა სესხებიდან~.
2. გასულ წლებში გაცემულ სესხზე დარიცხული პრო-ცენტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუ¬ჯეტის შემოსულობებში ,,კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტის (სარგე¬ბელი)~ კოდზე.
3. მიმდინარე წელს გაცემული სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ,,მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნების~ კოდზე ისე, რომ შესაბამისი თანხით მცირდება ქვეპროგრამისათვის გათვალის-წინებული მუხლის საკასო ხარჯი.
4. მიმდინარე წელს გაცემულ სესხზე დარიცხული პრო-ცენტის გადახდა ხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუ¬ჯეტის შემოსულობებში ,,კერძო საწარმოებზე გაცემული სესხებიდან (კრედიტებიდან) მიღებული პროცენტის (სარგე¬ბელი)~ კოდზე.~.
5. დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ბენე-ფიციარ საწარ¬მო¬ებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელ¬შეკრუ¬ლების ძირითადი დე¬ბუ-ლებების მე-2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტი ჩამო¬ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`2.6. სესხის თანხის ათვისების ბოლო ვადაა 2008 წლის 26 დეკემბერი.~.
მუხლი 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგ¬რა-მების ბენე¬ფიციარ საწარ¬მო¬ებთან საჯარო სამართლის იური-დიული პირის _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონ¬დის მიერ გასაფორმებელი სესხის ხელ¬შეკრუ¬ლების ძირი-თადი დე¬ბუ¬ლებების მე-2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტის ახალი რე-დაქცია ვრცელდება იმ საწარმოებზე, რომელთაც:
ა) სესხი გამოეყოთ დადგენილების 51 პუნქტის საფუძ-ველზე;
ბ) სესხი დაუმტკიცდათ 2008 წლის 1 დეკემბრის შემდეგ;
გ) 2008 წლის 1 დეკემ¬ბრამდე დაიწყეს პროექტების გან-ხორციელება და თანხის ათვისება;
დ) მიმართეს პროექტების განხორციელებისათვის აუცი-ლებელ ზომებს და საქართველოს მუნიციპალური განვი¬თარების ფონდში 2008 წლის 1 დეკემბრამდე წარადგინეს უზრუნ¬ველ-ყოფის საშუალება;
ე) 2008 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მუნი-ციპალური განვითარების ფონდს წერილობითი განცხადებით მიმართეს თან¬ხის ათვისების თარიღის გადავადების შესახებ.~.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 28 ნოემ-ბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი