საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №236

ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანო-ნის 36-ე მუხლის საფუძველზე `ტყით სარგებლობის ლიცენ-ზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #132 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, #94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-2 მუხლის 31 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბ-მუ¬ლობისა და ელექტროგადამცემი სადენების, არხების მშე-ნებ¬ლობის, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტა-ჟისას;~;
ბ) მე-2 მუხლის 31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის `ე~ ქვეპუნქტი:
`ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონ¬სტრუქ¬-ციისას (რეაბილიტაციისას).~.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი