საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №230

საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის N256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,საქართველოს საჯარო სკო-ლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავ¬ლებ-ლების, სა¬ჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერ-სონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯან-მრთელობის დაზ¬ღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირო¬ბების განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის N#256 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, N#165, III ნაწილი, მუხლიN1813) შეტანილ იქნეს შემ¬დეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განისაზღვროს 2008-2013 წლებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის თან-დართული პირობები საქართველოს საჯარო სკოლების მას-წავლებლებისათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების საქართველოს განათ¬ლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის #1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემა¬ვალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და იმ საჯარო სკოლების აღმზრდელებისათვის, სადაც ხორცი¬ელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექ¬ციული ზო¬გად-საგანმანათლებლო პროგრამები, ან სწავლება იმ მოსწავ-ლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოები¬სათ¬ვის მიუ¬ღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, აგრეთვე საჯარო სკო¬ლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი¬სათვის, საქარ¬თველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებ-ლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერი¬ტორიაზე არსებული საქართვე¬ლოს სახელ¬მწიფო ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებების მას¬წავ¬ლებ¬ლები¬სათვის (შემდგომში - დამზღვევი).~;
ბ) დადგენილებას დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. დამზღვევების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ორგანი¬ზაციისათვის გადასახდელი ყოველთვიური სადაზღვევო შესა¬ტანი (პრემია) 2009 წლისათვის განისაზღვროს 15 ლარით.~;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის-¬ტრომ უზრუნველყოს დამზღვევთათვის ჯანმრთელობის დასაზ-ღვევად გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის ფორმის ინდივი-დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკი-ცება.~;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი-ნისტრომ უზრუნველყოს 2009 წლისათვის ჯანმრთელობის დაზ-ღვევის დასაფინანსებლად განკუთვნილი სადაზღვევო ვაუჩე-რების დაბეჭდვა და დარიგება არა უგვიანეს 2008 წლის 15 დე-კემ¬ბრისა.~;
ე) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის ჯან-მრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუ-ჩერის პირობების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2008-2013 წლებისთვის დამზღვევთათვის ჯანმრთელობის დაზ¬¬ღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირო-ბები~;
ბ) მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი, 11, 12, 13, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტები;
გ) მე-10 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამო¬ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. 2009 წელს სადაზღვევო მომსახურების მისაღებად დამ-ზღვევებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება დად¬¬გენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის და-წე¬სებულებასთან 2008 წლის 15 ნოემბრისათვის.~.
Mმუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


P პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი