საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №229

ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის #29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


`ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და `საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ~ საქარ-თველოს კანონის მე-5 მუხლის `მ~ ქვეპუნქტის შესაბამისად `ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარ-ჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისათვის ყოველ-თვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის #29 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, #22, მუხლი 210) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ოლიმპიური ჩემპიონების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გა-მარ¬ჯვებულების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერლებისა და არქიტექტო-რებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშ-ვნის შესახებ~.
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`1. სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუს-თა¬ველის პრემიის ლაურეატ მწერლებს 2005 წლის 1 იანვრი-დან, ხოლო რუსთაველის პრემიის ლაურეატ არქიტექტორებს 2008 წლის 1 ივლისიდან დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 300 (სამასი) ლარის ოდენობით.~.
3. დადგენილების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ოლიმპიურ ჩემპიონებსა და საჭადრაკო ოლიმპი-ადებში გა¬მარ¬ჯვებულებს 2008 წლის 1 იანვრიდან დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.~.
4. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`2. 2005 და შემდგომ წლებში ოლიმპიური ჩემპიონების, სა¬ჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, სახალხო არ-ტის¬ტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაუ-რეატი მწერლებისა და არქიტექტორების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოს საქართველოს კულ-ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათ¬ვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.~.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი