საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №228

სახელმწიფო პროგრამა `განახლებადი ენერგია 2008~ _ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის #107 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სახელმწიფო პროგრამა `განახლებადი ენერგია _ 2008 საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის #107 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ, 2008 წელი, #61, III ნაწილი, მუხლი 696) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 პუნქტის `გ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

`გ) დადგენილ ვადაში ელექტროსადგურის მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების უზრუნველსაყოფად შესაბამისმა პირმა უნდა წარმოადგინოს ყოველი მეგავატისათვის 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის საბანკო გარანტია ამ ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით. საბანკო გარანტია უნდა გაიცეს ,,ეკონომიკური თანამშრომლო-ბისა და განვითარების ორგანიზაციის (OEჩD)~ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.~.
2. 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`23. ეს წესი არ ვრცელდება 100 და 100-ზე მეტი მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე, აგრეთვე 100 და 100-ზე მეტი მეგავატი ჯამური სიმძლავრის ელექტროსადგურების კასკა-დებზე.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი