საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №227

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე|

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ¬ლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე,
მუხლი 1. ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N#54, III ნაწილი, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ტ~ ქვეპუნქტი შემ¬დეგი რედაქციით:
,,ტ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ-ტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საგან-მა¬ნათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმას.".
2. მე-4 მუხლში:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ა.გ~ ქვეპუნქტი;
ბ) პირველი პუნქტის ,,გ.დ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე¬გი რედაქციით:
,,გ.დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.".
3. ამოღებულ იქნეს მე-41 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. მე-41 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს ,,ე~, ,,ვ~, ,,ზ~, ,,თ~ და ,,ი~ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ე) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სა-ხელ¬მწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;
ვ) განათლების მართვის ინფორმაციული სისტემების დანერ-გვის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;
ზ) ამ პუნქტის ,,ე~ და ,,ვ~ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში ღია კონკურსის სა-ფუძ¬¬ველზე გრანტების გაცემა და გაცემული გრანტების განხორ-ციელებისათვის კონტროლის დაწესება;
თ) მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის ინფორმაციულ-საკო¬მუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყე¬ნების უნარების გადაცე-მის უზ¬¬რუ¬ნველყოფა;
ი) ქართული ინფორმაციული ვებრესურსების შექმნა.".
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი